პარიზში „ბალენსიაგას“ ჩვენება გაიმართა, დემნა გვასალიამ მამაკაცის ხაზი წარადგინა. ეს ჩვენება გამორჩეული, გარდა იმისა, რომ ის ქართველმა დიზაინერმა მოაწყო, იმითაც იყო, რომ პოდიუმზე ორი ქართველი ბიჭი გამოვიდა, სანდრო ფოფხაძე და ნიკოლოზ ჭავჭავაძე.
შესაბამისი ფოტოები დემნა გვასალიას ფანგვერდმა გაავრცელა საქართველოში.
დემნა გვასალიას მამაკაცების კოლექციაში, რასაკვირველია, ქართველი დიზაინერის ორიგინალური ხელწერა იგრძნობოდა. მოდელებად დიზაინერი ყოველთვის ასევე ორიგინალური გარეგნობის ადამიანებს ირჩევს. სანდროც და ნიკოც სწორედ ასეთი გარეგნული მონაცემებით გამოირჩევიან. ფოტოები