“როიალ ალბერტ ჰოლში“ “fashion award 2016”-ის დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებაზე მსოფლიოს წამყვანი მოდის სახლების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათ შორის იყვნენ „მაქქუინის“, „გუჩის“ და სხვა წამყვანი მოდის სახლის დიზაინერები.
სწორედ ამ დიზაინერების ფონზე მიანიჭეს უპირატესობა ქართული წარმოშობის, სოხუმელ დიზაინერს, დემნა გვასალიას. ეს საღამო ქართველი დიზაინერისთვის დაუვიწყარი აღმოჩნდა! მან მოდის სახლ “ბალენსიაგასთვის” წლის საუკეთესო საერთაშორისო დიზაინერის ტიტული მოიპოვა. ძმების ბრენდმა VETEMENTS კი საერთაშორისო ურბან-ლაქშერი ბრენდის კატეგორიაში გაიმარჯვა. მას ჯილდო ცნობილმა მუსიკოსმა მერლინ მენსონმა გადასცა. დაჯილდოებას 4 000 ადამიანი დაესწრო. სტუმრებს შორის იყვნენ დევიდ ბექჰემი, ტომ ფორდი, კეიტ ბეკინსეილი, ლედი გაგა, სელმა ჰაიეკი და სხვები. საუკეთესო საერთაშორისო მოდელად ჯიჯი ჰადიდი დასახელდა.