Demi Lovato მეგობარს გლოვობს

0
33

დიდი შანსია რამდენიმეთვიანი გამოჯანმრთელების შემდეგ Demi Lovato-ს ისევ დეპრესია დაეწყოს და ამის მიზეზი მისი ოთხფეხა მეგობარი იქნება. მომღერლის საყვარელი ძაღლი – ბადი გარდაიცვალა. შემსრულებელმა სამწუხარო ამბავი თავის თაყვანისმცემლებს თვითერის საშუალებით ამცნო და გულისამაჩუყებელი წერილი გამოაქვეყნა.

“გულგატეხილი ვარ იმის გამო, რასაც გწერთ. მე და Wilmer-მა ჩვბენი პატარა მეგობარი ძალიან მალე, ტრაგიკული შემთხვევის გამო დავკარგეთ და მასთან განშორება ძალიან რთული აღმოჩნდა.“ – Demi-ს მიერ გამოქვეყნებული წერილი ძალიან გრძელი და სულისშემძვრელია. შემსრულებელი ბოლოსკენ წერს, რომ ბადი ყოველთვის ეყვარება და ემახსოვრება. მიუხედავად იმისა, რომ Lovato-ს გასაჭირის ჟამი უდგას, ცინიკოსებს მისი ზემოთხსენებული სტატუსი გადამეტებად მოეჩვენათ.

შეგახსენებთ, რომ ბადი მომღერალს თავისმა რჩეულმა – Wilmer Valderrama-მ საშობაოდ აჩუქა. ლეკვი ჯერ ერთი წლისაც არ იყო რომ პატრონთან ერთად მსოფლიო მოიარა და მისი ტურნეს ყველა კონცერტს დაესწრო. მისი ფოტოები ხშირად ჩნდებოდა Lovato-ს პირად ინსტაგრამზე და შემსრულებელი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ბადისთან ერთად თავს მარტოდ არასდროს გრძნობდა. არტისტის გარემოცვაში შიშობენ, რომ Demi-ს დეპრესიული ფონი ისევ გაუმწვავდება. “მან ბოლო წლებში ძალიან ბევრი რამ გადაიტანა და იმედია ბადის სიკვდილი იმ საშინელებაში არ დაააბრუნებს“ – ამბობს წყარო.