20.8 C
Tbilisi
Friday, August 19, 2022

დემი ლოვატო ჟურნალ Complex-ის ინტიმურ ფოტოსესიაში

აი დადგა მომენტი, როდესაც დისნეის ყველაზე უწყინარმა ვარსკვლავმა საკუთარი ღირსებები თამამად ფოტოსესიაში წარმოადგინა. საუბარია დემი ლოვატოზე, რომელმაც ჟურნალ Complex-ისთვის საკმაოდ ინტიმური ფოტოები გადაიღო.

“მე დავძლიე ჩემი კომპლექსები წონასთან დაკავშირებით და აღარ მაინტერესებს რას იტყვის ხალხი“ – განაცხადა აწ უკვე გაზრდილმა დემი ლოვატომ ინტერვიუში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბოლო პერდიოში ლოვატო აშკარად გაზრდილია. ამას მისი უკანასკნელი კლიპი “Cool for the Summer”-იც ადასტურებს, რომელმაც მოკლე დროში ძალიან პოპულარობა მოიპოვა და არაერთი მუსიკალური ჩარტი დაიპყრო.

სულ მალე დემის ახალი ალბომი გამოვა, სახელწოდებით “Confident”. ალბომში რამდენიმე კოლაბორაციასაც შეხვდებით. მათ შორის ლოვატოსა და იგი აზალიას დუეტს. ვნახოთ, შეძლებს თუ არა ძველი დიდების კიდევ ერთხელ დაბრუნებას 23 წლის ვარსკვლავი…

Latest Posts

ბოლო სიახლეები