“დედასთან დაკავშირებით ბევრ რამეს ვნანობ“ – როგორ გადაიტანა თამუნა მუსერიძემ დედის დაკარგვა?

0
2220

თამუნა მუსერიძის ცხოვრებაში წლევანდელი ზაფხული განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა. ტელეწამყვანს დედა გარდაეცვალა. რთული პერიოდის შესახებ, თამუნა ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრა.

– თამუნა, დედის დაკარგვა უდიდესი ტკივილია, რა გეხმარებათ ამ მძიმე პერიოდის გადატანაში?

– ეს ის სირთულეა, რომლის გადალახვაშიც ვერაფერი მეხმარება. დედაჩემის გარდაცვალებაზე საუბრისთვის მზად ჯერ კიდევ არ ვარ. როცა გარდაიცვალა ძალიან ცუდად ვიყავი, სასწრაფოს სასწრაფოზე ვიძახებდი, დამამშვიდებელ, საძილე საშუალებებს და გულის წამლებს ვსვამდი. ახლა ცოტა თითქოს გამოვედი მდგომარეობიდან. დედა ანერვიზმით გარდაიცვალა.

– სინანული გაგიძლიერდათ?

– დედასთან დაკავშირებით ბევრ რამეს ვნანობ. ძირითადად სახლში ვარ და ამ ბოლო დროს ვფიქრობ იმაზე, რამე ისეთი არ გავაკეთო რაც დედას არ მოეწონებოდა. საშინელი დეპრესია მქონდა, მეგონა მის გარდაცვალებაში მეც მიმიძღოდა ბრალი, თუნდაც სხვანაირად რომ მეპატრონა მისთვის, იქნებ ეს საშინელება არ მომხდარიყო. ყველაფერს გვიან ვხვდებით ადამიანები. ანალიზების გაკეთებას ვაძალებდი, მაგრამ არ მიჯერებდა, რადგან ექიმი იყო და ეგონა მნიშვნელოვანი არაფერი აწუხებდა. ბოლომდე არ მაქვს გაანალიზებული, რომ დედა აღარ მყავს. იმის მაგივრად, რომ დროთა განმავლობაში ცოტა უკეთესად ვიგრძნო თავი, პრიქით ხდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here