როგორც მოგეხსენებათ “იქს ფაქტორის“ გასულ ტურს მიშა სულუხია გამოეთიშა. რა საკვირველია, მომხდარ გადაწყვეტილებას ბევრი ადამიანი აკრიტიკებდა, თუმცა კონკურსი კონკურსია.
კონკურსანტის პროექტიდან წასვლას, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ნანუკა ჟორჟოლიანიც და მიშა სულუხია გაამხნევა: “არ ვიყავი თბილისში და ლაივს ვერ ვუყურე, მაგრამ დედაჩემი (შენი გულშემატკივარი) დამხვდა ისეთი გაბრაზებული. მისი ფავორიტი იყავი და შემოგითვალა, რომ ეს ქვეყანა ცოტაა შენთვისო. ასე ფიქრობს ბევრი. წარმატებები მიშო.“