„დედა ყვიროდა, შვილო, არ მოკვდეო და ტატიანას ეხუტებოდა…“

0
1497

ფეხბურთელ ნუკრი რევიშვილისა და ექსმოდელ თიკო ჩხეიძის უფროსი ქალიშვილი, ტატიანა უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. გოგონა თამაშობდა და გისოსებს მოჰკიდა ხელი, რომელმაც დენი გაატარა. სასწააფო დახმარება ადგილზე დროულად მივიდა, მაგრამ ტატას გარარჩენა ვერ მოახერხეს.

როგორც ჟურნალი „სარკე“ წერს დღევანდელ ნომერში, მოზარდი იოსელიანზე თიკო ჩხეიძის მშობლების სახლში იყო.

ჟურნალ „სარკესთან“ მეზობელი ნათელა ქუთათელაძე საუბრობს და შემთხვევას იხსენებს:

ეს ოჯახი პირველ სართულზე ცხოვრობს და ფანჯრებზე რკინის გისოსები ამიტომ ჰქონდათ. როგორც გავიგე, იმ დროს, როცა ეს შემთხვევა მოხდა, მშობლები სახლში არ იყვნენ. ეს ამბავი რომ გაიგეს, მაშინვე მოვიდნენ. დედა ყვიროდა, შვილო, არ მოკვდეო და ტატიანას ეხუტებოდა. საშინელი ამბავი ტრიალებდა ჩვენს ოჯახში“.

ტატას ნათლია, ირინა ონაშვილი ჟურნალთან საუბრისას აღნიშნავს, ტატიანას მშობლები გაოგნებულები არიან მომხდარით – „თავი საშინელ სიზმარში ჰგონიათ, თუმცა მათ დარჩათ ორი ანგელოზივით შვილი და ნუკრისა და თიკოს მოუწევთ, გააგრძელონ ცხოვრება ამ ორი პატარის უკეთესი მომავლისთვის“.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here