დები Kardashian-ები Scott Disick-ს ემუქრებიან

0
93

Kardashian-ებმა ნათესავების გვერდში დგომა ნამდვილად იციან. ამაში რეალითი შოუს სტარებმა მაშინ დაგვარწმუნეს, როდესაც მათი მამა – Bruce Jenner-ი Caitlyn-ად გადაკეთდა და გოგონებმა ახალი “დედიკო“ დიდი სიყვარულით მიიღეს. ამჯერად Kim-ი და Khloe Kourtney Kardashian-ს უდგანან გვერდში, რომელიც სავარაუდოდ თავის მეუღლეს – Scott Disick-ს საბოლოოდ დაშორდა და ამის მიზეზი არა Scott-ის ნერვული აშლილობა, არამედ მისი ღალატია.

დები Kardashian-ი ლოს ანჯელესში ერთ-ერთ რესტორანში ვახშმობისას დააფიქსირეს. გოგონებმა მოგვიანებით ინსტაგრამზე სელფები დადეს. Khloe-მ დებთან ერთად გადაღებული ფოტო შემდეგნაირად დაასათაურა: “IDFWU“ – აბრევიატურა ასე იშიფრება: “I Don’t Fuck With You”. ეს Big Sean-ის ერთ-ერთი სიმღერის სახელწოდებაა, რომელიც მუსიკოსმა თავის ექსს მიუძღვნა. ქალს, რომელიც Sean-ს სხვასთან გაექცა. ამავე სიტუაციაშია Kourtney-ც. Disick-ზე ამბობენ, რომ ცოლს ეს უკანასკნელი ყოფილ საყვარელთან – Chloe Bartoli-სთან ღალატობდა.

საკუთარ ინსტაგრამზე დებთან ერთად გადაღებული სელფი დადო Kim Kardashian-მაც. “BBHMM” ასე ასათაურებს რეალითი შოუს ვარსკვლავი ფოტოს. სიტყვა შემდეგნაირად იშიფრება – “Bitch Better Have My Money”. მიხვდებოდით, რომ ეს Rihanna-ს ბოლოდროინდელი ჰიტის სახელწოდებაა, რომლის კლიპშიც მომღერალი მამაკაცს, რომელიც გზაზე ეღობება კლავს. მოკლედ, როგორც ჩანს დები Scott Disick-ის დანდობას არ აპირებენ. ქალები რომც არა, უკვე დიდი ხანია მოღალატე ქმარს Kim-ის მეორე ნახევარი – Kanye West-ი ემუქრება, რომელიც მეუღლის ოჯახს დიდ პატვს სცემს და Kim-ის დებთანაც ფანტასტიური ურთიერთობა აქვს.
Kim Kardashian Khloe Kardashian Kourtney Kardashian