დეა ადამიას პასუხი კრიტიკოსებს – “აგრესიის გარეშე ყველაფერი გამოგივა, ერო…“

0
27

დეა, მედეა ადამიანის ვიდეოებმა, რომლებიც მას დუბაიში აქვს გადაღებული, სრულიად სოციალური ქსელი მოიცვა და ის დაცინვის ობიექტი გახდა. მას საზოგადოების გარკვეული ნაწილი ტელეპროექტ “ჯეობარიდან“ იცნობს, პრესა გარკვეულ პერიოდში ინტერესდებოდა მისი ცხოვრებით, შემდეგ კი გაუჩინარდა. როგორც ჩანს, დუბაიში ცხოვრობს და მუშაობს.

მისი ვიდეოების გავრცელებისა და ინტერნეტში შარჟების გამოჩენის შემდეგ დეამ გადაწყვიტა, სოციალური ქსელის მეშვეობით პასუხი გაეცა კრიტიკოსებისთვის და დაწერა:

“აგრესიის გარეშე ყველაფერი გამოგივა, ერო. ჯერ გაკეთილშობილდით და მერე ისაუბრეთ თბილისის სიყვარულზე. მე სრულიად საქართველო მიყვარს და არა მხოლოდ თბილისი. არ შემიძლია, არ აღვნიშნო, როგორ გამიხარდა თქვენში ქართული გენის გაღვიძება, მაგრამ არა აგრესიით… აგრესიას ვერ უძლებს თბილისი და მთლად ნუ დაანგრევთ ჩვენს ქალაქს. საქართველოს კი საუკუნეების განმავლობაში გაუძლია თქვენზე მეტად აგრესიული მტრებისთვის და გაძლებს ისევ როგორმე. თქვენ ლაყბობით და ყბედობით აშენებთ ქალაქს, მე კი საქმით და სამშობლოს სიყვარულით ვაპირებ აშენებას…“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here