De Phazz-ისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივი კონცერტი გაიმართება

0
508

2 მაისს, ჯანსუღ კახიძის სახელობის რიგით მეექვსე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, წარმოგიდგენთ – გერმანულ ჯგუფს De Phazz !

ჯგუფი ქართველი მსმენელს წინაშე წარდგება, 2019 წლის ნოემბრის თვეში გამოცემული ალბომით – „De Capo“ – რომელიც ჩაიწერა Stubapholarmonie ორკესტრთან ერთად.

2 მაისის კონცერტზე გეძლევათ შესაძლებლობა, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის დიდ სცენაზე, მოისმინოთ ჯგუფის განსაკუთრებულად წარმატებულ კომპოზიციების საორკესტრო ვერსიები, სრულიად ახალი ჟღერადობით.

კონცერტს უდირიჟორებს მაესტრო ვახტანგ კახიძე.

ბილეთების გაყიდვა დაიწყება 15 მარტიდან.

ფესტივალის დამფუძნებელი: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ კულტურული ცენტრი;

მხარდამჭერი: ქ.თბილისის მერია
პარტნიორები: “სუფთა სახლი”., “Rooms Hotels”, “მუხამბაზი”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here