დავით ნარის ესპანელი მეუღლე „სამზარეულოს ომების“ კონკურსანტ გოგონებზე ეჭვიანობს

0
1793

ესპანეთში წლებია, მუშაობს და შეფმზარეულია. დავით ნარიმანიშვილი, იგივე დავით ნარი, „სამზარეულოს ომების“ ჟიურის ერთ-ერთი წევრია.

ის ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრება და აღნიშნავს, რომ ჰყავს მადრიდელი მეუღლე, რომელთან ერთადაც ამავე ქალაქში ცხოვრობს. წყვილს პატარა გოგონა ჰყავს. დავით ნარიმანიშვილმა ამ სიყვარულისთვის, როგორც ჟურნალთან ინტერვიუსას ამბობს, ბევრი იბრძოლა.

ჟურნალისტის კითხვას, ავლენს თუ არა მისი მეუღლე სამხრეთულ ტემპერამენტს და არის თუ არა ეჭვიანი, დავით ნარი ასე პასუხობს:

„კი, როგორც ყველა ქალი, თუ როგორც ყველა ადამიანი, თუმცა ნორმის ფარგლებში. გადაცემას უყურებს და თუ ისე დამონტაჟდა რაღაც, რომ გოგო მიყურებს… ადამიანის ბუნებაა, მიუხედავად იმისა, რომ ნდობა არსებობს და უკვე ბევრი წელია, ერთად ვართ. კარგი ურთიერთობა გვაქვს და დიდი გაუგებრობა არასდროს გვქონია, არც მინდა, მსგავსი რამ მოხდეს, რადგან ძალიან მინდოდა ოჯახი, დიდმა ბრძოლამ მომიწია ამისთვის და დღემდე ვიბრძვი, რომ ბედნიერად ვიცხოვროთ…“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here