დავით გომართელის ახალი კლიპი რეზო გიგინეიშვილმა გადაიღო

0
869

„გაივლის წლები“ – ეს დათო გომართელის ახალი სიმღერაა, რომელზე გადაღებული კლიპის პრემიერაც ახლახან შედგა. მომღერალმა ჩაწერა სიმღერა, რომელიც დავით ევგენიძემ ღრმა ბავშვობაში დაწერა, სწორედ იმ დროს, როცა მეგობრები შატალოზე იკრიბებოდნენ და ამ კომპოზიციას ერთად ასრულებდნენ.

დათო გომართელის ახალი კლიპი რეზო გიგინეიშვილმა გადაიღო. ვიდეო იტალიაში გადაიღეს, სიმღერის არანჟირების ავტორი კი ზურა მახნიაშვილი გახლავთ.

ვიდეორგოლის პრემიერა „ოტიუმში“ შედგა. მისი ხილვის შემდეგ დათო გომართელმა საზოგადოებას კონცერტი შესთავაზა. „თეატრალურის კვარტეტი“, კამერული ორკესტრი  და გოგონები, რომლებიც მომღერლის ბექვოკალში მღეროდნენ, მაყურებელს პოზიტიურ ატმოსფეროსა და განწყობას უქმნიდნენ.

კლიპის პრემიერას სიმღერის პრემიერაც მოჰყვა. მომღერალმა წარადგინა ახალი სიმღერა, „ვინ იმღერებს ჩემთან ერთად“, რომელიც მანანა სიამაშვილის მიერ ადწერილ ბოლო ლექსზე შეიქმნა.

აქვე შედგა მანანა სიამაშვილის ბოლო ლექსზე შექმნილი სიმღერის „ვინ იმღერებს ჩემთან ერთად“ პრემიერა.

 

https://www.facebook.com/ardaidardo/videos/2229487640421693/?__xts__[0]=68.ARB2tj6xves–0yVfxDAdRfk1_vpUN01KfckmHuGwycS7DwEpM_wUagSBe1MriyINg5gQR68tKja3XafdKdsxcKKfM-fVrqRv7hwCulsTIE1W-KR_h91tq-hQUwZEWmn0wghJV4hd0unKWVyi9yZQFzctQq0TN-d_49lP0FeofdsS6o95-3nMKwlC_AdaB9izUAMTsdItXa434SXLzQy2h81ZPfHjmhvlpnO4uwKdoO4y_BulfNWsFvPxWbMdLg3Pf_hjHk1hzuAuYdQEALQ-Ke7iNasc37GtHpTpDIIzlly1eK-Lxorg9blCUxmMwS5tn8Q4Lm6Ky6J-8_GZS7d5GfsW22V_MDkNy4kE74rw6iOKQCC0JF8ddmV-np69X0_6co&__tn__=-R

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here