საქართველოს ელჩი ამერიკაში, დავით ბაქრაძე უცხოელ პარტნიორებს თავისუფალ დროს, ქართულ სამზარეულოს აცნობს. დავით ბაქრაძემ სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც სტაფერებთან ერთად ხინკალს ახვევს.
“ხინკლის გაკვეთილები სენატისა და წარმომადგენელთა პალატის (რუბიოს, გრემის, შაჰინის, ბუზმანის ოფისების, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის) სტაფერებთან“ – წერს ელჩი სოციალურ ქსელში.
როგორც ჩანს სტაფერებს ხინკალი ძალიან მოეწონათ და თვეში ერთხელ, საქართველოს საელჩოში ხინკლის ბრანჩები დაგეგმეს.