“დაუმსახურებლად წავაგე” – გიგი ადამაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს

0
3419

“იქს ფაქტორის” ფინალში მეორე ადგილი 17 წლის კონკურსანტს, გიგი ადამაშვილს ხვდა წილად. მის გამარჯვებას ელოდა გუშინ ფილარმონიაში შეკრებილი თინეიჯერი გოგონების უმეტესობა, თუმცა რამდენიმე პროცენტით დააკლდა მის გამარჯვებას.

“კონკურსანტმა პირველი კომენტარი “MediaMall.Ge”-სთან გააკეთა და აღნიშნა, რომ დაუმსახურებლად წააგო. გთავაზობთ ინტერვიუს.

– გიგი, შენს სამივე გამოსვლაზე დარბაზი გოგონების კივილით ინგრეოდა. მაყურებლის უმეტესობას ეგონა, რომ შენ გახდებოდი გამარჯვებული. ალბათ შენც. როგორია შენი ემოციები?

– ძალიან ცუდი შეგრძნებაა, როცა მეორე ადგილზე გადიხარ, როცა რამდენიმე ნაბიჯი გაშორებს გამარჯვებას, 17 წლის არტისტს, რომელსაც რეალურად სჭირდება “იქს ფაქტორის” ტიტული, რომელმაც უნდა გააგრძელოს კარიერა, ის არ გაჩერდება როგორც ზოგ-ზოგიერთები ჩერდებიან ხოლმე. რაც შეეხება ხალხის მხარდაჭერას, ეს ყველაზე დიდი მონაპოვარია. ძალიან მაგარია, ისინი ირჩევენ გამარჯვებულს. რას ვიზამთ, ასე მოხდა. ძალიან დიდი მადლობა ჩემს გულშემატკივრებს. ავთოს ვულოცავ გამარჯვებას.

– მას მერე რაც გამარჯვებული გამოვლინდა, სოფო აღარ გვინახავს. ელაპარაკე? ნერვიულობს ალბათ…

– ვნახე, ვილაპარაკეთ. ნერვიულობს დაუმსახურებელ წაგებაზე. ისევე როგორც მე. მე დაუმსახურებლად წავაგე, ამას ვიტყვი ყველგან.”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here