დაუბრუნდება თუ არა დიდ სცენას Audioslave?!

0
27

დიდი შანსია Chris Cornell-ი ისევ Audioslave-ის წევრად მოგვევლინოს. როგორც მუსიკალური გამოცემები წერენ ცნობილ გიტარისტს ჯგუფში დაბრუნება სურს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამერიკული როკ ჯგუფი შესაძლოა ცხრაწლიანი პაუზის შემდეგ დიდ სცენას დაუბრუნდეს.

შეგახსენებთ, რომ ბენდის ბოლო, რიგით მესამე ალბომი – “Revelations”, 2006 წელს გამოვიდა. რელიზიდან ერთ წელში, მას შემდეგ რაც, 2007 წელს, Chris Cornell-მა ჯგუფი დატოვა, Audioslave დაიშალა და მუსიკალური მოღვაწეობა მუსიკოსებმა ცალ-ცალკე განაგრძეს.