დათუნა მგელაძე: „მეშინია, არ ავფეთქდე…“

0
2074

„სამსუნგ გალაქსი note 7“-ის გარშემო ატეხილი აურზაური საქართველოსაც შეეხო. მოგეხსენებათ, „სამსუნგმა“ ახალი მოდელები უკან გაიწვია იმ მიზეზით, რომ ტელეფონის დატენვისას ისინი ფეთქდებოდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნულ ტელეფონების ქონა თვითმფრინავშიც იკრძალება.

მომღერალ დათუნა მგელაძეს იგივე პრობლემა აწუხებს. მას სწორედ ეს მოდელი აქვს, მაღაზიაში მიიტანა, თუმცა არ გადაუცვალეს. სოციალურ ქსელში დათუნა შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

„სამსუნგ გალაქსი note 7“ მაქვს. ძალიან მომწონს, მაგრამ არ მინდა, ავფეთქდე და მირჩიეთ, ხალხი არ ხართ, რა გავაკეთო, სად ჩავაბარო. ან საერთოდ, მართალია ეს ყველაფერი?“

დათუნას სტატუსმა მის მეგობრებს შორის დიდი მხიარულება გამოიწვია. გიორგი სუხიტაშვილი კოლეგას ურჩევს, თან მეხანძრე ატაროს, ყოველი შემთხვევისთვის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here