დათო ქაცარავას ცოლი შეეგუა, რომ მისი მეუღლე ქალებს კომპლიმენტებს ეუბნება

0
3707

სპორტსმენისა და სამოქალაქო აქტივისტის, დათო ქაცარავას მეუღლე მის საქმიანობაში აქტიურად არის ჩართული და მეუღლეს მხარს უჭერს. ჟურნალმა „თბილისელებმა“ სოფია ხაჭაპურიძესთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ის მეუღლისადმი დამოკიდებულების შესახებ საუბრობს.

როგორია იმ დათო ქაცარავას ცოლობა, რომელიც ძალიან პოპულარულია ქალებში?

სადაც უნდა ყოფილიყო, ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცეოდა. ჩემი ქმარი რომაა, იმიტომ არ ვამბობ, მართლა ქარიზმატული ადამიანია და ტიპაჟიდან გამომდინარე ყურადღებას იქცევს. თავიდან დამთრგუნველი იყო, მაგრამ ოცი წელია, ერთად ვართ და ეს ცოტა არაა, მგონი, რაღაცებზე მეტყველებს. ბევრნაირი სიტუაცია გვაქვს გამოვლილი, შვიდი წელი შეყვარებულები ვიყავით, ოც წელში ამასაც ვთვლი. სხვა ქალაქში მუშაობდა, მე ვსწავლობდი, მაგრამ ჩვენი გაბუტვა შეყვარებულობის პერიოდში მაქსიმუმ ათი დღე გაგრძელდა. ყველაფერში ერთად ვართ, ბიზნესი იქნება, სამსახური თუ ოჯახი. ზომიერად ეჭვიანი ვარ, ვიღაცები შეიძლება, ზღვარს გადადიან, ბევრს წერენ და დათოც უხეშად არავის უპასუხებს. თუ ვინმეს მისწერა, „ჩემო კარგოო“, იმან შეიძლება იფიქროს, ვაიმეო (იცინის).

მეფლირტავებაო?

შეიძლება, რაღაც დონეზე ამას ფლირტიც დაარქვა. გალანტური ტიპაჟია და ქალს კომპლიმენტს ეტყვის. ამ ყველაფერს შეგუებული ვარ, მაგრამ გრძნობებზე რომ მიდის საქმე, ფაქტები მეტყველებს. ვის რა ჰგონია, არ ვიცი, მაგრამ მისი საქციელი სხვა რამეზე მიუთითებს. უთქვამს ხოლმე: მაშინ რა მინდა აქ, წავიდოდი და ხან ერთთან ვიქნებოდი, ხან მეორესთანო.

ღალატის შესახებ რომ გაიგოთ, რას იზამთ?

არ ვიცი. მაგრამ თუ სხვა ქალი ჩემი ქმრის ოკუპაციას შეეცდება, ზუსტად ისევე დავუდგები წინ, როგორც სამშობლოს მტერს და იქით ვესვრი კიდეც. არა მგონია, რუსეთივით ძლიერი მოწინააღმდეგე მყავდეს (იცინის). ჩემია, ჩვენ ერთმანეთის ვართ, ერთი მთლიანობის ნაწილები და უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის.

ვრცლად ინტერვიუს „თბილისელების“ ახალ  ნომერში გაეცნობით.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here