დათო ოქიტაშვილი დევიდ გარეტს შეხვდა

0
807

კულტურის პალატის თავმდჯომარე დავით ოქიტაშვილი გერმანიაში, კერძოდ, ბერლინში მერსედეს ბენც არენაზე გამართულ დევიდ გარეტის კონცერტს დაესწრო. ღონისძიების შემდეგ ცნობილი გერმანელი მევიოლინე ქართველ პროდიუსერს შეხვდა. შეხვედრის ამსახველი ფოტოები ოქიტაშვილი საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე განათავსა. ფოტოებზე გარეტს საქართველოს დროშა აქვს შემოხვეული და ისე პოზირებს დავით ოქიტაშვილთან ერთად.

როგორც პროდიუსერი წერს, მან ცნობილ მუსიკოსს ქართული კონიაკი მიართვა საჩუქრად.

როგორც ცნობილია, დათო ოქიტაშვილს სურს, საქართველოში გარეტის კონცერტი გამართოს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, განახორციელებს თუ არა ჩანაფიქრს.

„ვირტუოზი მუსიკოსი და ჩვენი ქვეყნის მოსიყვარულე და გულშემატკივარი❤ მიხარია, რომ ჩემი მეგობარია. დიდი მადლობა გოჩა ჩხაიძეს და კომპანია ასკანელებს. მათი სახელით გადავეცით 40 წლის დაძველებით კონიაკი XO მის სახელზე ჩამოსხმული“.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here