დათო ლიკლიკაძე: „გაოცება ვერ დავფარე, როდესაც ყიფშიძეზე, ლელას შინ მივადექი და თავად აწესრიგებდა ჩემთვის მთელ სახლს…“

0
653

დათო ლიკლიკაძე ლელა წურწუმიას გადაცემას სტუმრობდა. მისი დასრულების შემდეგ ჟურნალისტმა, რომელიც ქუთაისში ცხოვრობს და თბილისში სპეციალურად ჩამოვიდა გადაცემის ჩაწერაზე, ლელა წურწუმიასა და მამულიჩას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. თუ რატომ, ამას მის სტატუსში წაიკითხავთ:

„დღეს ლელა წურწუმიას დაბადების დღეა. გადაცემის დასრულებისთანავე, რომლის სტუმარი გახლდით უამრავი საჩუქარი, ტორტი, ყვავილი და უბრალოდ, გულწრფელი მილოცვა მიიღო. ეს ამბავი ამ დრომდე გრძელდება, რა გასაკვირია, ლელა წურწუმიაა ბოლოს და ბოლოს. გასაკვირი კი ის გახლავთ რაც ამ ადამიანმა (მამულიჩასთან ერთად) ჩემთვის გააკეთა. როდესაც გადაცემა იგეგმებოდა, მთხოვეს ორი დღით ადრე ჩავსულიყავი თბილისში. გარდა იმისა, რომ მანქანა გამომიგზავნეს, ლელამ კატეგორიულად მოითხოვა, ეს ორი დღე მის სახლში დავრჩენილიყავი. „ამ პანდემიის დროს ვის მიადგები, კაცო, სახლში“, მითხრა და მეც მათი სტუმარი გახლდით. გაოცება ვერ დავფარე, როდესაც ყიფშიძეზე, ლელას შინ მივადექი და თავად აწესრიგებდა ჩემთვის მთელ სახლს. მიჩვენა ჩემი აბაზანა, რომელშიც სრულიად ახალი ნივთები ჰქონდა შეძენილი ჩემთვის (როგორც სასტუმროში), მერე სამზარეულოში შემიძღვა და ეს ყველაფერი უნდა დამახვედრო შეჭმული, ხვალ დილით ისევ გადავახალისებ სამზარეულოსო. ჯერ მაცივარში ხომ ყველა დასახელების კერძი შეუკვეთავს ჩემთვის, მერე ცხელი კერძების და ტკბილეულის კარადა გამომიღო, ყველაფერი ახალია და ამ წუთას მოვატანინე შენთვისო. გარდა იმისა რომ უაღრესად უბრალო და ლაღი ადამიანი ყოფილა, ამასთან ძალიან კეთილი.

მოკლედ, დაბადების დღის მოლოცვასთან ერთად ამ პოსტით მინდა გულწრფელი მადლობაც გადაგიხადო ძვირფასო ლელა და საპასუხო ვიზიტით ყოველთვის გელოდებით ჩემს ოჯახში“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here