დათო იმედაშვილს მაღაზია არასრულწლოვნებმა სამჯერ გაუტეხეს – რატომ არ იჭერენ ქურდ მოზარდებს

0
2201

რეჟისორ დათო იმედაშვილს, რომელიც მაღაზიათა ქსელ„ ღრუბელს“ ფლობს, კოსტავაზე მდებარე ფილიალი 14 წლამდე მოზარდებმა სამჯერ გაუტეხეს. სამივე შემთხვევაში დათომ მიმართა სამართალდამცველებს, მას აქვს ვიდეო, სადაც მოზარდები მაღაზიაში შეჭრის მომენტში არიან ასახულები, თუმცა სამწუხაროდ, სამართალდამცველებმა რეაგირება ვერ მოახდინეს და აღნიშნეს, რომ მათი დაჭერის შემთხვევაში სასამართლო მაინც გამოუშვებს.

დათო იმედაშვილი:

ორი თვის წინ კოსტავას ფილიალი პირველად გაგვიტეხეს. ეს ბიჭები, ძირითადად, ვაკე-საბურთალოზე მოძრაობენ, მაგრამ კოსტავას ფილიალს გადაეკიდნენ რატომღაც. პირველივე შემთხვევის შემდეგ შევატყობინე სამართალდამცველებს, მაგრამ მითხრეს, რომ მათ დაკავებას აზრი არა აქვს, რადგან სასამართლო მაინც გამოუშვებს. 14 წლამდე მოზარდებს საერთოდ არაფერი ემუქრებათ. ანუ შეუძლიათ, მოვიდნენ, მომკლან და პასუხს არ აგებენ… თუ ჩემს საკუთრებაში შემოიჭრნენ და მე იარაღით დავიწყე მისი დაცვა, იქით დამიჭერენ…

გამოსავალი არ არის?

გამოსავალია ის, რომ მთელი ქალაქი გისოსებში ჩაჯდეს. თუ ასე გაგრძელდა, ყველას მოუწევს „დაგისოსება“. მე ვაპირებ. დავუვლი ყველა ფილიალს და ჩავსვამ გისოსებში. თანაც, ეს ყველაფერი უკვე რომატიზმში გადადის, ასეთი ბიჭები მოსწონთ, ქურდები უნდა გავხდეთო, ამბობენ… ეს ბიჭები 14 წლამდე არიან, მგონი, ერთი გადასცდა ამ ასაკს მხოლოდ და მას შეიძლება, რაღაც დაემუქროს, მაგრამ ცოტა ხნით, დიდი არაფერი…ვრცლად

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here