დათო იმედაშვილი „იმედის“ შესახებ: „სკამზე ჩამოჯდომისას უკან ვიყურები, ვინმემ „ნადეჟდაში არ გააქცუნოს…“

0
2761

„სკამზე ჩამოჯდომისას უკან ვიყურები, ვინმემ არ გამომაცალოს და ნადეჟდაში არ გააქცუნოს ! :))“ – აღნიშნავს „რუსთავი 2“-ის საერთაშორისო პროექტების ახალი ხელმძღვანელი, დათო იმედაშვილი ნახევრად სახუმარო სტატუსში, რომელსაც მისი „ფეისბუქის“ გვერდზე ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. „ნადეჟდაში“, რასაკვირველია, ტელეკომპანია „იმედი“ იგულისხმება, სადაც ბოლო დროს „რუსთავი 2“-დან მნიშვნელოვანი კადრები გადავიდნენ, მათ შორის არხის საერთაშორისო პროექტების ხელმძღვანელები, გიორგი ხაბურზანია და დემნა ჯაფარიძე. გუშინ ნიკა გვარამიამ მათ საჯაროდ გამოუცხადა საყვედური იმის გამო, რომ მათგან არა მხოლოდ ხალხი მიჰყავთ, არამედ პროექტებიც წაიღეს, იგულისხმება „ნიჭიერი“, „იქს ფაქტორი“ და „ექიმები“, რომლებიც ამიერიდან სწორედ „იმედზე“ გავა.

დათო იმედაშვილის სტატუსს ნანუკა ჟორჟოლიანი გამოეხმაურა და ურჩია, როცა მაგიდაზე ფეხებს ალაგებს, ფრთხილად იყოს, ისიც არ გამოაცალონ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here