დათო გომართელს საახალწლო პერიოდი, როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან დატვირთული აქვს. ყოველდღიურად კონცერტები ელოდება. ვინაიდან ეს პერიოდი ძალიან უყვარს, მუშაობისთვის მზადაა, თუმცა შემდეგ დასვენებას აპირებს.
2017 წელი მისთვის საკმაოდ წარმატებული იყო და იმავეს ელოდება შემდეგი წლისგანაც…
დათო გომართელი:
31 დეკემბერს, პირველ, ორ, ხუთ, ექვს იანვარს კონცერტები მაქვს. 31-ში „შვიდკაცასთან“ ერთად ვმღერი. ექვს იანვარს გუდაურის ერთ-ერთ სასტუმროში მაქვს საშობაო კონცერტი. 13-ში ბაკურიანში გამოვდივარ, 14 იანვარს კი ბედობის კონცერტს ისევ „შვიდკაცასთან“ ერთად ვიმეორებ, რადგან ძალიან ბევრი მსურველია.
31 დეკემბერს ასევე გამოვდივარ ცენტრალურ კონცერტზე. ვმღერი საახალწლო ქართულ სიმღერას გოგოლა კალანდაძესთან, ნანკა კალატოზიშვილსა და „შვიდკაცასთან“ ერთად.
რამდენი წელია, რაც ახალ წელს შინ არ შეხვედრიხართ?
ძალიან დიდი ხანია. ყოველთვის მიწევდა გამოსვლა სამთავრობო საახალწლო კონცერტებზე და შემდეგაც სულ გამოსვლები მქონდა. იხ.სრულად