დათო ფორჩხიძე: „ჩემი უცხოელი მეგობრები ქართულ კლუბებში რომ იყვნენ, ყველგან ბერლინის გარეუბანს უსმინეს…“

0
1950

„სახე“ 24 აგვისტოს „ბლექ სი არენაზე“ სოლოკონცერტს გამართავს. ბიჭები დიდი მონდომებით ემზადებიან და ახალ სიმღერებსაც წარუდგენენ საზოგადოებას. რადიო „ფორტუნას“ ექსკლუზიურად მიეცა საშუალება, მათ რეპეტიციას დასწრებოდა და გვსურს გაგანდოთ, რომ 24 აგვისტოს მართლაც ძალიან საინტერესო კონცერტი მზადდება, ახალი სიმღერებიდან კი რამდენიმე ნამდვილად ჰიტი იქნება.

ჩვენ „სახის“ წევრებს, დათო ფორჩხიძესა და დათო ხუჯაძეს ვესაუბრეთ.

რა იქნება განსაკუთრებული 24 აგვისტოს, „ბლექ  სი არენაზე“?

დათო ფორჩხიძე:

24 აგვისტოს, „ბლექ სი არენაზე“ კონცერტს ვმართავთ და ის მართლაც განსაკუთრებული იქნება. მაქვს ასეთი წინათგრძნობა, რომ იქნება საუკეთესოც. ამდენი კარგი სიმღერაა ერთად თავმოყრილი. ორი წლის წინ ჩავიფიქრე, რომ ახალი სიმღერები შეგვემატებინა რეპერტუარისთვის, მაგრამ მე და დათო მარტო ვერ მოვერეოდით ამ ამბავს და დაგვემატა ბორიკო შხიანი, გარდა ამისა, გვყავს ბენდი ძალიან კარგი მუსიკოსების შემადგენლობით – სანდრო სახამბერიძე, კოკა მამალაძე, კლავიშზე უმაგრესი ბიჭი გვყავს, ლუკა თოფურია, რომელიც ზუსტად ვიცი, ბექა გოჩიაშვილის გზას გააგრძელებს, ზურა მახნიაშვილი, ზურა კიკნაძე. ჩვენი სტუდიის გოგონები გვყავს ბენდში. ხმის რეჟისორი არის პაატა ფაცურია.

თვითონ კონცერტი წავა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, გვიდგას დიჯეი და მასთან ერთად ვაკეთებთ აკუსტიკურ ლაივს, ყველა ინსტრუმენტი ცოცხალია და ამას ემატება დიჯეის მიერ გაშვებული მელოდია საერთო ჟღერადობის გასამდიდრებლად. ხალხს ჰგონია, რომ როცა მაგარი ბენდი ჩამოდის და ოთხი კაცი დგას, ისმის ბევრად მეტი რამ, ამ ყველაფერს ეს ოთხი კაცი უკრავს, რაც ასე აღარ არის.

დათო ხუჯაძე:

როცა ესტრადაზე,  შოუბიზნესზე, პოპზე მიდის საუბარი, ასეა. ხარისხი უნდა მიაწოდო მსმენელს.

ძველად ამბობდნენ, „სახე“ იმდროინდელ პოპულარულ უცხოურ ჯგუფებს ბაძავსო, მაგალითად, „ბლექსთრითს“. ახლაც იტყვიან იმავეს თანამედროვე მუსიკოსებზე, ახალი სიმღერებიდან Daft Punk-საც ჰგავხართ, ცოტა „ჯამიროქუაისაც“…

ყველაფერი რაღაცას ჰგავს, შეიძლება, ჰგავდეს გადასვლა იყოს მსგავსი, გადმოსვლა, რომელიმე ინსტრუმენტის ჟღერადობა. რაც შენ ჩამოთვალე, ყველა კარგი ჯგუფია.

დათო ფორჩხიძე:

ჩვენ ნამდვილად არა ვართ „ჯამიროქუაი“, ვერ ვიგონებთ ასეთ მუსიკას და არც გვაქვს ამისი ამბიცია. როცა 1998 წელს ვამბობდი, რომ ქართული ტექსტით და ჟღერადობით ასეთი მუსიკა ისევე მაგრა „გაგისწორდებოდათ“, როგორც „ბლექსთრითი“, არ გჯეროდათ და იცინოდით. ამ ბოლო დროს ჰგონიათ, რომ მხოლოდ ტექნო მინიმალია კარგი მუსიკა, მაგრამ მე ვიტყვი, რომ სხვა მუსიკაც არის კარგი. შესაძლოა, ძალიან დიდი სახელის მქონე დიჯეი ჩამოვიდეს, თითი ერთ ღილაკს დააჭიროს და ამას „მაგრად დაუკრაო“, დაარქვან. ახლა მათაც დაიწყეს ზოგჯერ შეცდომით რაღაცების ჩაწერა, ვითომ ცოცხლად უკრავენ და ძალიან მატყუარები არიან (იცინის). ახლა დიჯეებმაც დაიწყეს ინსტრუმენტალისტების გამოყენება, დიჯეიმ დაუკრა არ არის სწორი ნათქვამი. ძალიან მალე გაიშიფრება ეს. აქ ღილაკსაც ვაჭერთ ხელს, მაგრამ ყველა ინსტრუმენტი არის ცოცხლად…

(ვრცლად/ფოტო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here