10.8 C
Tbilisi
Tuesday, November 15, 2022

დათო ევგენიძემ უცხო ადამიანისთვის ღვიძლის გადასანერგად ბანკიდან ვალი აიღო

„ფარულ კონვერტში“ ია ფარულავამ დათო ევგენიძესთან დაკავშირებული უცნობი ფაქტი გამოააშკარავა, რაზეც თავად კომპოზიტორს საუბარი არ სურდა. როგორც აღმოჩნდა, ტაქსის მძღოლს, ზვიად დარბაიძეს, რომელმაც შემთხვევით დათო და მისი მეუღლე წაიყვანა, კომპოზიტორმა ღვიძლის გადასანერგად ფული მისცა და ეს თანხა ბანკიდან ისესხა…

ზვიად დარბაიძე:

ცე ჰეპატიტის ნიადაგზე ცეროზი განმივითარდა. არ ვიცოდი, რომ ეს დაავადება მქონდა. როცა გავიგე, უკვე მეოთხე სტადია იყო. ღვიძლის გადანერგვა მჭირდებოდა, მაგრამ ამაზე ფიქრი ზედმეტი იყო, 165 000 მოითხოვეს. 31 დეკემბერს, წვიმიან დღეს, გამოვედი სამუშაოდ, ოპერის წინ დათო ევგენიძეს გავუჩერე, მეუღლესთან ერთად იყო. გზაში გამოველაპარაკე. სახე მქონდა აჭრელებული და მკითხა მიზეზი. ნომერი ჩაიწერა, მაგრამ მერე რაც გააკეთა, დაუჯერებელი იყო. დამირეკა, მითხრა, გაიგე, რა ჯდებაო. მე მივხედავ მაგ საქმეს, დაწექიო. დააფინანსა ყველაფერი. დღემდე აზრზე არა ვარ, ისე გამიკეთეს ოპერაცია, ღვიძლი გადანერგილი მაქვს. დათო ევგენიძემ სიცოცხლე მაჩუქა. მაგაზე მეტი სიკეთე ადამიანმა ამ ქვეყანაზე რა უნდა გააკეთოს. ღმერთი რომ ანგელოზს გამოგიგზავნის, ეს იყო. მთხოვა, არავისთვის მეთქვა.

როგორც დათო ევგენიძემ ია ფარულავასთან საუბრისას აღნიშნა, ტაქსის მძღოლი მხოლოდ ერთხელ ჰყავს ნანახი – „ის დღეები ვსვამდი, არეული მქონდა. დედა ახალი გარდაცვლილი იყო. ტაქსიში ჩავჯექი, კარი რომ გაიღო, შუქი აინთო, მძღოლს სახე აჭრელებული ჰქონდა, ვკითხე მიზეზი. მითხრა, რომ სამი თვე ჰქონდა დარჩენილი. შინაგანად ვიცოდი, რომ ეს კაცი უნდა გადარჩენილიყო. ისეთი მთვრალი ვიყავი, სახელი ევრ დავიმახსოვრე და ტელეფონში ჩავწერე: „ღვიძლი“, მეორედ რომ დავურეკე, გადავაკეთე, „ზვიადი ღვიძლი“. ეს თანხა არა მაქვს ჯერ გადახდილი, ვიხდი და ვიხდი… ეს კაცი ხომ ცოცხალია… ეს არის მთავარი. ჩემი ცოლი კიდევ უფრო შემიყვარდა, ბოლომდე გვერდზე იდგა ამ საქციელში“.

Latest Posts

ბოლო სიახლეები