დათო დარჩია განქორწინდა: „ცოლის მოყვანას აღარ ვაპირებ…“

0
442

მსახიობი დათო დარჩია განქორწინდა. მან ეს ამბავი ჟურნალ „თბილისელებთან“ აღნიშნა და დასძინა, რომ მისი ამბავი ვიქტორია ბუხნიკაშვილთან სკანდალების გარეშე დასრულდა, თავად კი ცოლის მოყვანას არ აპირებს.

დათო დარჩია:

„დაახლოებით წელიწადნახევარია, რაც დავშორდით. არ მქონდა რთული პერიოდი, რადგან ეს იყო მომწიფებული და უცებ მიღებული გადაწყვეტილება არ ყოფილა. ისე მოხდა, რომ ჩვენი ამბავი მშვიდობიანად, ყველანაირი სკანდალების გარეშე დასრულდა. ორივეს ინიციატივა იყო. ბუნებრივია, გულდასაწყვეტია, 25-წლიანი ურთიერთობა ბოლოს ასე დასრულდეს. ეს იმდენად დიდი დროა, ადამიანი ყველაფერს ეჩვევა, თუმცა ყველაფერი ხდება. ხომ ვამბობთ ხოლმე, ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსეო და მართლაც ასეა. მეტწლიანი თანაცხოვრების შემდეგაც მინახავს გაშორებულები და რეკორდი არ მომიხსნია (იცინის).

მიზეზი ფინანსური პრობლემები იყო? შერიგება არ გიცდიათ?

ფინანსური – ყველაზე ნაკლებად, უბრალოდ, როცა ადამიანებს შორის სიყვარული განელდება, იქ უკვე ჩნდება მომენტი, რომ ჯობს, ცალ-ცალკე ვიყოთ, ორივე მხარე ხვდება ამას. ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. არა, შერიგება არ გვიცდია…“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here