როგორც ცნობილი გახდა, დათო არჩვაძემ, თავისი დიდი ხნის მეგობრებთან და კოლეგებთან კონფლიქტის შემდეგ, „ქართული ხმების“ კვარტეტი დატოვა. ბიჭები აშშ-ში ტურნეში გაემგზავრნენ, დათოს გარეშე. მომღერალი მათთან ერთად არც „ჰელოუს“ გარეკანზე გამოჩენილა.
ახლახან კი „იუთუბის“ გვერდზე ახალი სიმღერა განათავსა, რომელსაც მის მიერ შექმნილი ახალი კვარტეტი ასრულებს. მასში შედიან თავად არჩვაძე, ბექა ჩხაიძე, ნიკოლოზ ცერცვაძე და დავით მაღრაძე.
სიმღერის მელოდია ეკუთვნის დათო არჩვაძეს, ტექსტი: მაკა ბლიაძეს. კომპოზიციის სახელწოდებაა: „გაზაფხულით ვარ მთვრალიო“.