დათო არჩვაძემ გადაწყვიტა, რამდენიმე თვე, სანამ უმანქანოდ არის, მეტროთი ისარგებლოს და საკუთარი არჩევანით ძალიან კმაყოფილია. მან მეტროპოლიტენში გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და დაწერა: „“ბენტლის” აღარ ჯობია ჩემი მეტროპოლიტენი?! 3 თვე მანქანოდ‼️ აუტანელი საცობების გარეშე))“.
კომენტარების შემდეგ მომღერალს ერთი საინტერესო იდეა გაუჩნდა. მისი თქმით, მეტროში კარგი აკუსტიკაა და ლირიკული სიმღერების კონცერტის გამართვა თავისუფლად შეიძლება.