დაშორდნენ თუ არა მაიკლ ფასბენდერი და ალისია ვიკანდერი?!

0
146

სულ რამდენიმე დღე გავიდა მას შემდგე რაც მაიკლ ფასბენდერისა და შვედი მსახიობიობის ალისია ვიკანდერის ერთწლიანი რომანი დასრულდა. ვარსკვლავებმა რომანი 2014 წლის ნოემბერში დაიწყეს და ყველაფერი კარგად იყო, სანამ რამდენიმე დღის წინ მოულოდნელად დაშორება არ გადაწყვიტეს, თუმცა როგორც ირკვევა ყველაფერი გაცილებით ჩახლართულია ვიდრე ჩანს.

ახლახან ერთ-ერთი ინტერნეტგამოცემამ გამოაქვეყნა სტატია, სადაც წერია, რომ წყვილს ერთმანეთის გარეშე ყოფნა ძალიან უჭირს. მიუხედავად იმისა, რომ დაშორების პირველ დღეებში მსახიობები უდარდელები ჩანდნენ, ახლა კვლავ ერთმანეთზე ფიქრობენ. ტაბლოიდები იმასაც წერენ, რომ ალისიამ მალევე იპოვნა მაიკლის შემცვლელი – ეს ბედნიერი კი ჰარვი ვაინშტეინი გახლავთ. ამერიკელი პროდიუსერი, რომელმაც 60 წელს უკვე დიდი ხანია გადააბიჯა. თუმცა ისიც შეგვიძლია გითხრათ, რომ მათ საქმიანი ურთიერთობა აკავშირებთ და ერთადერთი მიზეზი რის გამოც ისინი შესაძლოა სადმე ერთად გამოჩნდნენ, ახალი ფილმის პრემიერა ან რომელიმე დაჯილდოვებაა.

ვარსკვლავების დაშორების შესახებ ინფორმაცია პირველად Us Weekly-მ გააჟღერა, რასაც საპასუხოდ ერთ-ერთმა ტაბლოიდმა სტატია მიუძღვნა, სადაც ნათქვამია რომ მაიკლი და ალისია კვლავ ერთად არიან და მათ შორის არავითარ გაუგებრობას არ ქონია ადგილი.

მოკლედ, ფასბენდერის და ვიკანდერის არ იყოს, ტაბლოიდები ვარსკვლავების ურთიერთობაში ჯერ ვერ გაერკვნენ. დაუბრუნდება თუ არა ალისია კვლავ მაიკლს ამას დრო გვიჩვენებს. არც ისაა გამორიცხული ქალმა გერმანელ მსახიობს გავლენიანი პროდიუსერი არჩიოს…