დიზაინერმა ჯაბა დიასამიძემ მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის ფარგლებში თბილისში 2018-19 წლების ქალებისა და მამაკაცებისთვის შექმნილი გაზაფხული-ზაფხულის ახალი კოლექცია წარადგინა. დიზაინერის ხელწერა კვლავ უცვლელია, რის გამოც მას მოდის ექსპერტები ცოტას საყვედურობენ კიდეც, რადგან ქალების კოლექციაში არ იცვლება ხაზი, რომელსაც ის დიდი ხანია მიჰყვება. ასევე უცვლელია მისი საყვარელი ფერიც და შავი კვლავ დომინანტია მის ახალ ნამუშევრებშიც.
ფოტოები რუსულმა „ვოგმა“ ახლახან გამოაქვეყნა.