ცრემლები, სანათები, რომანტიკა – მარკ მარტელის შოუს ემოციური დასასრული (ვიდეო)

0
925

ცოტა ხნის წინ კანადელი მუსიკოსი მარკ მარტელი მეხიკოში იმყოფებოდა, სადაც „ქუინის“ მორიგი შოუ ჩაატარა. მუსიკოსმა თავად გააზიარა სოციალურ ქსელში ფოტო და ვიდეო მასალა აღნიშნული კონცერტიდან. ყველაზე ემოციური კი მარკის შოუს დახურვა გამოდგა, სადაც კანადელმა მუსიკოსმა ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის უკვდავი ჰიტი Love Of My Life შეასრულა. ბევრი ცრემლი, სანათებით სავსე დარბაზი და დაუვიწყარი ემოცია, ასე აღწერენ მაყურებლები „ქუინის შოუს“ დახურვას მეხიკოში.

შეგახსენებთ, რომ კანადელი მუსიკოსი მარკ მარტელი წელს „ოქროს ტალღის“ სპეციალური სტუმარია. ის 11 ივლისს ოპერისა და ბალეტის თეატრში ლეგენდარული „ქუინის“ უკვდავ ჰიტებს შეასრულებს.

„ოქროს ტალღის” მხარდამჭერია პროექტი „ჩექინ ჯორჯია” და ქალაქ თბილისის მერია. დაჯილდოების წარმდგენია „ლიდერ ფუდი“, მარკ მარტელის სპონსორი პე-ეს-პე -ს ფრანგული ბრენდები, მასპინძელი სასტუმრო „ვინდამ თბილისი”, ოფიციალური გადამყვანი „თურქიშ ეარლაინსი”, ღონისძიების უსაფრთხოებაზე ზრუნავს დაცვის სამსახური ომეგა ემბეერი. პარტნიორები: „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი“, „ლუტეცია“, „მაგთი“. საინფორმაციო მხარდამჭერი „რუსთავი 2“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here