„მე ყოველთვის მსურდა შემექმნა რაღაც განსხვავებული. შემექმნა ის, რაც ჩემს შინაგან ხმას გააცოცხლებდა. მე მსურდა, ვყოფილიყავი დამოუკიდებელი და მეგრძნო თავისუფლება“ – ეს მე-20 საუკუნის უკანასკნელი დეკადის დიზაინერის, რეი კავაკუბოს სიტყვებია, რომელმაც მსოფლიოს 1963 წელს ბრენდი COMME des GARÇONS აჩუქა. ითვლება, რომ აღნიშნული ბრენდი ყველაზე თავისუფალი, არასტანდარტული, გამორჩეული და განსხვავებულია. პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა ლუტეციამ კი COMME des GARÇONS-ის სუნამო Concrete საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს და მომხმარებლებს წარუდგინა.