19 ნოემბერს თბილისი კიდევ ერთ ღონისძიებას უმასპინძლებს. ამჯერად საქართველოს “Comedy Woman“ ესტუმრება და თბილისის დიდ საკონცერტო სარბაზში გრანდიოზულ კონცერტს გამართავს. ქალთა იუმორისტული შოუს მთავარი მონაწილეები პასუხს გასცემენ კაცების მარადიულ შეკითხვას: „შეუძლიათ თუ არა ქალებს ხუმრობა?“ „Comedy Woman” არის შოუ, სადაც ქალები ხუმრობენ თავიანთ თავებზე და სხვა ქალებზე, დასცინიან მოდურ სიახლეებს, პატარა მკერდს, დიდ ცხვირს და ა.შ. ისინი აგრეთვე მღერიან, ცეკვავენ, არკვევენ საქმეებს პირდაპირ სცენაზე. თავდაპირველად პროექტი მხოლოდ კლუბური ხასიათისა იყო. ეთერში გასვლისთანავე გადაცემამ დიდი პოპულარობა მოიპოვა და უკვე 10 წელია ერთ-ერთი წამყვანი ტელეარხის პირდაპირ ეთერში გადის და დღესდღეობით უპრეცედენტოდ მაღალი რეიტინგითაც სარგებლობს.