Coldplay – ს ახალი კლიპი “A Head Full Of Dreams”

0
2290

მას შემდეგ რაც ვიდეოკლიპები “Up & Up“ და “Hymn for the Weekend“ მილიონობით მაყურებელმა ნახა, “A Head Full Of Dreams“ გახდა რიგით მეოთხე სინგლი ალბომიდან, რომელზეც ქოლდფლეიმ მსმენელს ახალი კლიპი წარუდგინა.

რეჟისორიs სკამი ჯეიმს მარკუს ჰეინმა დაიკავა. კლიპში ჯგუფის წევრები მეხიკოს ქუჩებში ველოსიპედებით გადაადგილდებიან და მათი საბოლოო ლოკაცია სტადიონია, სადაც მათ თაყვანისმცემლების არმია ელოდება.

სიმღერა ლეგენდარული ჩარლი ჩაპლინის სიტყვებით იწყება ფილმიდან “დიდი დიქტატორი“, სწორედ ეს სიტყვები უძღვის წინ ჯგუფის კონცეტებზე ამ სიმღერის ცოცხალ შესრულებასაც.

ქოლდფლეის ახალი კლიპი იუთუბზე უკვე 6 მილიონზე მეტმა მაყურებელმა ნახა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ვიდეო ინტერნეტში რამდენიმე დღის წინ განთავსდა, სავარაუდოდ ეს რიცხვი მალე გაიზრდება, ასერომ შეუერთდით მაყურებლის არმიას და შეაფასეთ ჯგუფის ახალი ნამუშევარი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here