ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება. ჯერჯერობით გაურკვეველია, რჩება თუ მიდის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან ნიკა გვარამია. ცნობილია, რომ ზაალ უდუმაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ სახელზე კენჭისყრას მერის პოსტზე აპირებს, შესაბამისად, ის „რუსთავი 2“-ს დატოვებს, რაც ტელევიზიისთვის ძალიან დიდი დანაკარგი იქნება. თანამდებობა დატოვა ტელეარხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა გიორგი ლაფერაშვილმა, რომელიც ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ ჩანაცვლა.
მანამდე კი არხი რამდენიმე ცნობილმა სახემ დატოვა და ყველა მათგანი კონკურენტ არხზე, „იმედში“, გადავიდა.
პირველი გახდა ეკა ამირეჯიბი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა „რუსთავი 2“-ის დილის ეთერში, ასევე მონაწილეობდა ტელესერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“, მან არხი დატოვა და „იმედზე“ გადაინაცვლა, სადაც ყველაზე მსხვილი პროექტების წამყვანი გახდა, ამთ შორის „იმედის დღე“ და „ცეკვავენ ვარსკვლავებია“. თავის დროზე სხვა ტელევიზიაში აგდასვლის აუცილებლობაც ამით ახსნა, რომ „იმედზე“ უფრო დიდი შესაძლებლობები ეხსნებოდა. ვრცლად