ცნობილი ქართველი ქალები, რომლებიც 8 მარტს არიან დაბადებულები

0
632

დღეს 8 მარტია, ქალთა დღე. ქალბატონები სიამოვნებით იღებენ მილოცვებს ამ დღესასწაულთან დაკავშირებით, თუმცა ზოგიერთისთვის ეს დღე ორმაგად სასიხარულოა, რადგან დაბადების დღეს აღნიშნავს.

დღეს ცნობილი ტელეჟურნალისტის, ინგა გრიგოლიას დაბადების დღეა. მას საიუბილეო მრგვალი თარიღი აქვს – 50 წელი შეუსრულდა. ხუმრობით აღნიშნავს, რომ უკვე ნახევარ საუკუნეს მიაღწია. დღევანდელ მილოცვებში მას კიდევ 50 ბედნიერი წლის გალევას უსურვებენ.

8 მარტს დაბადების დღეს აღნიშნავს ტელეჟურნალისტი, ნათია ბანძელაძე, რომელიც სოციალურ ქსელში ასევე იღებს მილოცვებს, თავად კი მეუღლის, გიორგი გოგიჩაიშვილის შესახებ წერს, რომელმაც გაღიმების შესაძლებლობა აჩუქა და დაამწუხრა კიდეც:

,,ნაოჭები უბრალოდ უნდა მოუთითებდეს, სად იყო ღიმილი, ღიმილი და სიყვარულიც იმან მასწავლა, ვინც ეს ღარები დამიმძიმა, მან მაჩუქა ის, რის გამოც მისივე ნაჩუქარ ფრთებს ვშლი და მასთან ერთად ვაგრძელებ ფრენას, ფრენას, რომელიც მან მასწავლა… გიყვარდეს, ერთმანეთის ყურებას კი არ ნიშნავს, არამედ ხედვას ერთი მიმართულებით, ასე ვაგრძელებ გზას და ფრენას, ისევ მისი სიყვარულით, მისი ხედვით, ფასეულობებით, რომელიც სიკეთეს აერთიანებს… წლების განმავლობაში ერთად ვისწავლეთ იმ კარგი ადამიანების მისაკუთრებაც ვინც ასე გვაძლიერებს წლები… რომ მოვიხედე, ბევრნი ხართ, მაგრამ უფრო მეტი და მეტი მინდა იყოთ… რომ დავეცემი, ერთად წამოვდგეთ, რომ ავფრინდები, ერთად ვიფრინოთ … ტკივილსაც მოვლა და პატივისცემა უნდა და არანაკლებ სიყვარულისა, ეს მოგონებები კიდევ უფრო მაძლიერებს და კიდევ უფრო მიმძაფრებს გაუნელებელ სურვილს, რომ დიდხანს ვატარო ეს გრძნობა მისივე სიყვარულისთვის. მარტო არ ვარ, გიო, ისევ ყველანი ერთად ვართ!!! უბრალოდ, დღეს ტოლები გავხდით…”

დაბადების დღე ასევე რვა მარტს აქვს ცნობილ მომღერალს, მაია დარსმელიძეს. მუსიკოსმა უამრავი მილოცვა მიიღო სოციალურ ქსელში, მათ შორის საკუთარი კოლეგებისგანაც.

დღეს იუბილარია ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, ლიკა ლაბაძე. ლიკა საქართველოში ცხოვრების დროს “ცეკვავენ ვარსკვლავების” წამყვანი გახლდათ და ტელეკომპანია “იმედში” მუშაობდა. ცნობილმა ბალერინამ აშშ-ში გადაწყვიტა ბედის ცდა და წლებია, მეუღლესთან ერთად იქ ცხოვრობს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here