როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო პრესის ყურადღება, გუშინ ქართული მოდის სამყაროსა და მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლებისკენ იყო მიმართული. “ღვინის ქარხანა N1-მა” თბილისის მოდის კვირეულის გახსნის ცერემონიას უმასპინძლა. საღამო სოფიკო ჭიაურელის სასცენო კოსტუმების ჩვენებით გაიხსნა, საღამოს ფარგლებში გაერთიანდა სხვადასხვა შინაარსის ღონისძიება, გამოფენები, ინსტალაციები, ვიდეო ჩვენებები და სხვ.
ცნობილი ადამიანები თბილისის მოდის კვირეულზე (ფოტოები)




