დღეს 17 მაისია – ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, ასევე საქართველოში აღინიშნება ოჯახის სიწმინდის დღე. დღეს ამ ორი თარიღის აღსანიშნავად სხვადასხვა აქციაზე შეიკრიბნენ. დავინტერესდით, რას ფიქრობენ ამ თემაზე საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები.
თამრიკო ჭოხონელიძე:
ყველა დღე, ვფიქრობ, ოჯახის სიწმინდის დღეა. როცა გამორჩეულად აღინიშნება, ძალიან ბრძენმა ადამიანმა გადაწყვიტა. ვერ გეტყვით, რატომ აღინიშნება ეს ორი თარიღი ერთად. შეიძლება იმიტომ, რომ საზოგადოებამ აირჩიოს, რომელი ჯობია. ხალხს მიეცეს კიდევ ერთხელ იმის საშუალება, თავად აგდაწყვიტოს, რა უფრო სწორია და რომელი უნდა იზეიმოს. ვრცლად