ცისანა სეფიაშვილის ვაჟი ქორწინდება (ფოტო)

ცისანა სეფიაშვილის ვაჟი პირველი ქორწინებიდან, გიორგი წერეთელი ქორწინდება. მომღერალი სოციალურ ქსელში თავად წერს ამის შესახებ და აქვეყნებს სესილი კემულარიას ფოტოს და წერს, რომ მომავალ რძალს ჩემი გოგო-თი მიმართავს:

„როდის გაგაჩინე, არ მახსოვს… შენამდე თითქოს არაფერი არ ყოფილა… ერთად გავიზარდეთ და ცხოვრებას ვსწავლობდით, ჩემი შვილი? ვერ აღვიქვავ, უფრო ჩემი მეგობარი და ჩემი იმედი….Giorgi Tsereteli❤ დღეს შენგან ვსწავლობ, როგორ ვიცხოვრო:) მადლობა, რომ ასეთი ადამიანი მყავს შენი სახით, მეამაყები, მეიმედები და მაბედნიერებ.  ვერც სესილის ვერ ვარქმევ სახელს  -ჩემი გოგო. უბრალოდ, ჩემი გოგო…. მიყვარხართ“.

გიორგიმ თავის რჩეულს ხელი რუსთაველის თეატრის სცენაზე სთხოვა. ეს ღირსშესანიშნავი მომენტი ცისანა სეფიაშვილმაც დააფიქსირა და სხვა იქ მყოფმა სტუმრებმაც.

(ფოტოები/ვიდეო)

Scroll to Top