ცისანა სეფიაშვილის 16-წლიანი ქორწინება დაინგრა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად მომღერალმა დაუდასტურა ჟურნალ „სარკეს“. სოსო ზაქარეიშვილთან მისი დაშორების მიზეზი უცნობია. ამ თემაზე არც ერთი მხარე არ საუბრობს. ცისანა მხოლოდ იმას ამბობს, რომ მისი მეორე ქორწინებაც უიღბლო აღმოჩნდა, თუმცა არაფერს ნანობს და მომავალს იმედიანად უყურებს.
როგორც ჟურნალთან საუბრისას ის აღნიშნავს:
„ვადასტურებ, რომ ჩემი მრავალი წლის ნაფერები და მოსიყვარულე ოჯახი დაინგრა. ჩემთვის ყველაზე მტკივნეული გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ ეს აუცილებელი იყო.
ყველა გზა შერიგებისკენ მოჭრილია? თქვენ ხომ სამი საერთო შვილი გყავთ.
არა, შერიგების შანსი არ არის! ჩვენს ოჯახს გადარჩენის არანაირი შანსი არ ჰქონდა.
ცისანა სეფიაშვილი აღნიშნავს, რომ პირველი ოჯახის დანგრევისას ერთი შვილი ჰყავდა, მაგრამ ახლა ოთხი შვილის დედაა და მათ ძლიერი და ჯანმრთელი დედა სჭირდებთ – „არც ერთ შვილს არ უნდა, ნახოს მოწყენილი, ცრემლიანი და დეპრესიული დედა. ვცდილობ, ბავშვებთან სულ ხალისიანი ვიყო, თუ როგორი ვარ, როცა მარტო ვრჩები, ჩემი პრობლემაა“, დასძენს მომღერალი.