ცირა კობიაშვილის დედა სკანდალურ განცხადებას აქვეყნებს

0
183

ცირა კობიაშვილი დედა, ჟურნალისტი ნათია პაჭკორია სოციალურ ქსელში სკანდალურ განცხადებას აქვეყნებს და საზოგადოებას მიმართავს. მომღერლის დედა საზოგადოების იმ ნაწილს ემუქრება, ვინც ცირა კობიაშვილს ლანძღავს და მოსმენებს უწყობს.

“მეგობრებო მაპატიეთ დაგვიანებული მადლობა. ყველას უღრმესი მადლობა ყოველი ზარისთვის, მხარდაჭერისთვის. ცირა ცდილობს მაქსიმუმი დადოს, ყოველ შემთხვევაში ყველაფერი, რაც დამწყები არტისტისთვის არის შესაძლებელი. მადლობა ყველას გამამხნევებელი სიტყვებისთვის. კონკურსია მეგობრებო და შესაძლოა გუშინ ჩვენ დაგვეტოვებინა პროექტი, მაგრამ რაც არ უნდა მომხდარიყო პროექტის გამო არავის გავლანძღავდით უშვერი სიტყვებით… მალე ეს ზღვარგადასული ლანძღვა და სიძულვულის ენა დასჯადი გახდება, იქამდე კი ყველა თავისი ზნეობრივი მოცემულობის და აღზრდის მიხედვით იმოქმედებს. ასევე პრაიმ-ტაიმის ჟურნალიტიც, რომელიც ჩასაფრებული მალულად უსმენდა თურმე ცირას და მისი მენტორის საუბარს და ცირას სიტყვები სათაურში გამოიტანა. თქვენ ვინც ასე უაპელაციოდ ანთხევთ ბოღმას ახალგახრდა გოგოს მიმართ არაფერი გაქვთ საერთო არც ხელოვნებასთან და არც შოუ-ბიზნესთან. თქვენ ადასტურებთ ამით, რომ მეტი პერსპექტივა არ დარჩენიათ თქვენს ფავორიტებს. თქვენ ხართ ჩვეულებრივი ფაშისტები, რომელთაც ომის დროს სამართლებრივი ჩარჩოების არ არსებობის გამო გამოავლინეს საკუთარი ცხოველური სახე და სისასტიკე. ადამიანებს მარტო იარაღით არ კლავენ ეს კარგად დაიმახსოვრეთ, მაგრამ ვერ მოესწრებით, ჩვენ იმაზე მეტი მხადამჭერი გვყავს ვიდრე წარმოგიდგენიათ.”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here