ცირა კობიაშვილი საცხოვრებლად ამერიკაში მიდის

0
3629

მომღერალმა ცირა კობიაშვილმა „იქს ფაქტორში“ გამოჩენისთანავე მიიპყრო ყურადღება. მომხიბვლელმა გოგონამ მისი გარეგნობის და ვოკალური მონაცემების გამო, გულგრილი არავინ დატოვა. სულ ცოტა ხნის წინ, ინტერნეტით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცირა უკრაინაში გაემგზავრა. „მიუზიკ ბოქსი“ მომღერლის დედას, თათია პაჭკორიას დაუკავშირდა.

– ქალბატონო თათია, რა მიზნით გაემგზავრა ცირა უკრაინაში?

– ცირა უკრაინაში არ წასულა, ის პრაღაში იმყოფება და 6 ოქტომბერს დაბრუნდება საქართველოში. „იქს ფაქტორში“ მონაწილეობისას,  კომპანია „ვიადერმმა“მას პრიზი გადასცა, ორკაციანი საგზური პრაღაში, სწორედ ამ საგზურით გაემგზავრა მამიდაშვილთან ერთად საქართველოდან. როგორც მოგეხსენებათ, მე საარჩევნოდ კენჭს ვიყრი და ამიტომ ვერ მოვახერხე მასთან ერთად გამგზავრება.

– ჩვენთვის ცნობილია, რომ ცირა უკრაინულ „იქს ფაქტორშიც“ მიიწვიეს…

– ნამდვილად იყო ამაზე საუბარი, მაგრამ ცირას დასავლეთისკენ აქვს გეზი. კერძოდ ამერიკიდან აქვს მოწვევა. მე გამოვაქვეყნე კიდეც სტეფანი მანსფილდის მოწვევა, რომელიც მსოფლიოს წამყვან მუსიკოსებთან მუშაობდა. ცირამ უნდა გაგზავნოს ამერიკაში თავისი სიმღერები და სექტემბერში ჰოლივუდში წავა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here