ცირა კობიაშვილი ჰოლივუდში მიიწვიეს

0
67

“იქს ფაქტორის” ერთ-ერთმა ფავორიტმა მონაწილემ, 19 წლის ცირა კობიაშვილმა ჰოლივუდიდან შეთავაზება მიიღო. მომღერლით, “ვაშინგტონ პოსტის” ყოფილი რეპორტიორი, ასევე GQ-სა და “ვოგის” დამხმარე რედაქტორი, ამერიკელი სტეფანი მანსფილდი დაინტერესდა. ამის შესახებ ცირას დედის, ჟურნალისტ თათია პაჭკორიას წერილიდან გახდა ცნობილი.

“ნახევარი საათის წინ ჩემს მეილზე ეს წერილი მოვიდა. ბედნიერი ვარ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან იუთუბზე ცირას ვიდეობის ნახვის შემდეგ ასეთი შეფასება მივიღეთ… ყველას დიდი მადლობა…მიყვარხართ ძალიან.

ჩემი სახელია სტეფანი მანსფილდი. მე ვარ “ვაშინგტონ პოსტის” ყოფილი რეპორტიორი, ასევე GQ-სა და “ვოგის” დამხმარე რედაქტორი. ვმუშაობდი ჰოლივუდში. გაოცებული ვარ თქვენი ქალიშვილით. ის არის ზღაპრული მომღერალი და ამასთანავე, არის ულამაზესი. ვმუშაობდი მიკ ჯაგერთან, შანია ტვეინთან და სხვებთან წლების განმავლობაში. როდესაც “იუთუბში” ვნახე ქართული “იქს ფაქტორის” ვიდეო, ვიყავი აღფრთოვანებული ცირას სილამაზითა და ნიჭით. ის არის ნიჭიერი შემსრულებელი. ვფიქრობ, რომ მას აქვს საოცარი მომავალი ამერიკის შეერთებულ შტატებში. თუ თქვენ გაქვთ ამის სურვილი, მე ვიქნები ძალიან ბედნიერი რომ ვცადოთ და ვუშოვოთ მას აგენტი, ან მენეჯერი მუსიკალურ ინდუსტრიაში და თუ მას სურს გახდეს მსახიობი, ჩვენ მას მივცემთ აუდიტორიას სატელევიზიო და კინო პროექტებში.
ვიმედოვნებ, რომ ვიმუშავებთ ერთად.

საუკეთესო სურვილებით, სტეფანი მანსფილდი”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here