ცირა კობიაშვილი: „ჩემი ცხოვრების ერთი დღე ზოგიერთების მთელ ცხოვრებას უდრის…“

0
2899

ცირა კობიაშვილი მალე რუმინეთში გაემგზავრება, სადაც ერთ-ერთი სტუდიიდან შემოთავაზება აქვს თანამშრომლობაზე. ცირას შემოქმედებით ცხოვრებაში სიახლეებია, პირადში კი სიმშვიდემ დაისადგურა. „ექს ფაქტორში“ მონაწილეობისას მის მიმართ სოცქსელში ძალიან ბევრი კრიტიკა ისმოდა, ახლა ცირა შედარებით მშვიდად ცხოვრობს და უარყოფით კომენტარებს აღარ განიცდის.

ცირა, ჰოლივუდიდან შემოთავაზება რომ გქონდა, ვიცი, რომ არ გამოვიდა…

არ გამოვიდა იმიტომ, რომ დამიკავშირდა აგენტი, მაგრამ ყველა თანხა მე უნდა გადამეხადა და საკმაოდ დიდ თანხაზე იყო საუბარი, ამიტომ ეს თანამშრომლობა ვერ შედგა. ახლახან კი დამიკავშირდნენ რუმინეთიდან, ერთ-ერთი სტუდიიდან, მფლობელები წარმოშობით თურქები არიან. საქართველოში იყვნენ ჩამოსულები და ეძებდნენ ნიჭიერ არტისტებს. ერთი სიმღერა გამომიგზავნეს, იანვრის ბოლოს უნდა ჩავიდე რუმინეთში და ჩავწერო სიმღერა. შემდეგ იქნება კლიპის გადაღებები, კონცერტების გამართვაზეცაა საუბარი. ნაწილობრივ იქ ვიქნები ხოლმე, ნაწილობრივ – საქართველოში. ვრცლად

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here