ცირა ბზიშვილი: „ჩემი 10-კაციანი დაბადების დღით შოუს აგორება ძალიან დიდი სირცხვილია…“

0
402

კომპოზიტორი ცირა ბზიშვილი, რომელმაც შოუბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად დაბადების დღე რესტორანში, 30 მარტს აღნიშნა, კორონავირუსით დაინფიცირდა. მისივე დაბადების დღეზე კიდევ რამდენიმე ადამიანს გადაედო კოვიდინფექცია.

ცირა ბზიშვილი:

„ჩემი 10-კაციანი დაბადების დღით შოუს აგორება ძალიან დიდი სირცხვილია. რომელი რეგულაცია დავარღვიე, ვეკითხები კომპეტენტურ ჟურნალისტებს. ის – ერთი სამეგობროდან 3 ადამიანი რომ ვისხედით მაგიდასთან, თუ ის, – საღამოს 9 საათზე ყველა სახლში რომ დაბრუნდა.

თქვე არასწორებო და არაკომპეტენტურებო, ვისაც მაგ დღეს შემთხვევით ვირუსი შეგვხვდა, ისედაც გადაგვედებოდა, იმიტომ, რომ სულ გვაქვს ერთმანეთთან კონტაქტი. ვისაც აჩვენებთ საზოგადოებას, არავინ არაა დაინფიცირებული. გასულია იმდენი დრო, რომ ყველას დაავიწყდა, რომ დაბადების დღე მქონდა.

Formula • ფორმულა  თქვენს რეიტინგს არ მგონია ამან უშველოს, მაგრამ Rustavi 2,  ჩემი დაბადების დღისადმი ასეთ გაცხოველებულ ინტერესს, სჯობდა ხელშეკრულებებისადმი გქონოდათ პასუხისმგებლობა და არ დაგერღვიათ წლობით!!! უნამუსოებო, მთავარია სიცრუე ილაპარაკოთ და არ გაინტერესებთ, ამის უკან რამდენი ადამიანის ჯანმრთელობა და რეპუტაცია დგას“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here