მომღერლის ოცდამეთვრამეტე დაბადებისდღეზე ანრიმ გაგვიმხილა, რომ გამოჩნდა ის ერთადერთი, რომელმაც მისი გულის მოგება შეძლო, თუმცა ის რჩეულის სახელს და გვარს საგულდაგულოდ მალავს, გარდა ამისა არ სურს საზოგადოებამ მისი რჩეულის ზოდიაქოს ნიშანი იცოდეს.
ნინი ბადურაშვილი ახალ თურქულ-ქართულ ფილმში მონაწილეობს, რომელსაც მომღერლის მამა ერეკლე ბადურაშვილი იღებს. ნინის მთავარი როლი ერგო, თუმცა მის პერსონაჟზე ჯერ არ საუბრობს, შესაბამისად ჯერ-ჯერობით უცნობია, უნდა ველოდოთ თუ არა სასიყვარულო დრამებს.
როგორც თავად მომღერალი ამბობს, მისი ინტუიციით სიყვარული მალე მოვა, თუმცა ეს მალე როდის იქნება არც თვითონ იცის და იმედოვნებს, რომ მალე იპოვის იმ რჩეულს რომელსაც დიდი ხანია ელოდება.