ნინო ცქიტიშვილის სამოდელო სააგენტოს მოდელი, მარიშა ურუშაძე მსოფლიო პოდიუმზე მოსახვედრად ემზადება. ის ცოტა ხნის წინ გაემგზავრა ევროპაში სპეციალური მოწვევით, იანვარში კი ამერიკის ერთ-ერთ წამყვან სამოდელო სააგენტოში დაიწყებს მუშაობას. მარიშა ახლა პარიზში იმყოფება, როგორც სოციალურ ქსელში ნინო ცქიტიშვილმა დაწერა, 19 წლის მარიამი გუშინ “chloes” სარეკლამო კამპანიაში გადაიღეს.