“ჩემთვის ყველაზე დიდი ტკივილი არის ის, რომ ვერ მოვახერხე ოჯახის გადარჩენა“

0
2967

მარიამ როინიშვილი გიორგი მახარაძესთან დანგრეული ოჯახის შესახებ საუბარს, ბოლო დროს აღარ გაურბის და იმასაც სახალხოდ აღნიშნავს, რომ ოჯახის დანგრევას ნანობს.

იმედის დილაში დასმულ კითხვაზე, რა იყო მისთვის ყველაზე დიდი ტკივილი, მომღერალმა განაცხადა, რომ ეს იყო ოჯახის დანგრევა.

“ჩემთვის ყველაზე დიდი ტკივილი არის ის, რომ ვერ მოვახერხე ოჯახის გადარჩენა. იმედი მაქვს ვიკმარებ ამ ტკივილს და სხვა დროს აღარ განმეორდება. ამან დაღი დაასვა ჩემს ცხოვრებას, მაგრამ არაუშავს, ალბათ ასე უნდა ყოფილიყო“ – განაცხადა მარიამ როინიშვილმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here