“ჩემს შვილს მამას არ ვანახებ” – ინდირა ჯგერნაია

0
2035

მომღერალი ინდირა ჯგერნაია სულ ცოტა ხნის წინ დედა გახდა. მან ქუთაისელი ბიჭისგან, რომელთანაც მისი თქმით, ოთხწლიანი ურთიერთობა ჰქონდა შვილი გააჩინა. ბავშვი მამას არ უნახავს და გვარიც არ მიუცია. ინდირამ ამის შესახებ, “პროფილში” ისაუბრა.

“ბავშვის მამას არ სჯეროდა, რომ მისგან ვიყავი ორსულად. საიდან დაასკვნა ეს არ ვიცი, ფეისბუქზე როცა დაწერა ამის შესახებ, სულ გავგიჟდი, ამ დროს ვერც მეგობარი გამშვიდებს და ვერაფერი. 20 კვირის ორსული ვიყავი რომ დაწერა, რომ ბავშვი მისი არ იყო, ბოლოს ამიტანა ნერვებმა და ექიმმა მითხრა, ასე არ შეიძლება, ბავშვს დაკარგავო. ამის მერე მოვძლიერდი და მინდოდა დამემტკიცებინა, რომ მე ვარ მართალი. არაადეკვატურია ის დღემდე, თუ არ ვუყვარდი ოთხი წელი რატომ იყო ჩემთან? ბავშვი გაჭრილი ვაშლივით ჰგავს მამას. არც ვანახებ ბავშვს, თუ რატომ, ამაზე კითხვაც აღარ უნდა დაისვას” – განაცხადა მომღერალმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here