”ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილს“ სერიალად გადაიღებენ

0
51

ცნობილ კომედიას, ”ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილი“, სულ მალე სერიალის ფორმატში გამოუშვებენ – სრულემტრაჟიანი ფილმის პრემიერა 1997 წელს შედგა. მისი რეჟისორი ფი ჯეი ჰოგანი იყო, მთავარ როლს კი ჯულია რობერტსი ასრულებდა. მის უახლოეს მეგობარს, მომავალ სიძეს დერმოტ მარლონი ასახიერებდა, მაიკლის, ჯულიანას უახლესი მეგობრის საცოლეს კი კამერონ დიასი თამაშობდა ჯერჯეობით გაურვეველია, მოიწვევენ თუ არა მსახიობებს ძველი შემდგენლობიდან, ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ ამ დროისთვის ფილმის სცენარზე რონალდ ბესი მუშაობს, სწორედ მას ეკუთვნის სრულმეტრაჟიანი ფილმის სცენარიც, გარდა ამისა, ბესი მუშაობდა ასევე არანაკლებ ცნობილ პროექტზე, “წვიმის კაცი“.

რომანტიკული კომედიის სერიალად გადაკეთების იდეა უკვე დაადასტურეს – როგორ ცნობილია, თითოეული სერიის ქრონომეტრაჟი 30 წუთი იქნება, სერიალი სტარტს წორედ იმ მომენტიდან აიღებს, რა დროსაც ფილმი დასრულდა.

ნამუშევარი ორ დიდი ხნის მეგობარზე, ჯულიანასა და მაიკლზე მოგვითხრობს – ისინი ჯერ კიდევ კოლეჯში სწავლისას შეთანმხდებიან, რომ ერთმაენთზე იქორწინებენ, თუკი 28 წლამდე სხვა ადამიანს ვერ იპოვიან. მაიკლის რჩეული კიმია, მდიდარი გოგონა, რომელსაც კამერონ დიასი ასახიერებს, ფილმში ჩნდება რუპერ ევერეტის გმირიც, რომელიც რეალურად გეია, თუმცა, ჯულიანი სთხოვს მასზე ყურებამდე შეყვარებული საქმრო განასახიეროს. ფილმი 1997 წელს გმაოვიდა – ავტორებს უზომოდ დიდი წარმატება მოუტნა – 38 მილიონიანი ბიუჯეტის პროექტმა საერთო ჯამში 300 მილიონამდე შემოსავალი დაიმსახურა.