„ჩემი სამზარეულოს წესები“ ქვეყნის მთავარ კულინარს ეძებს ( ვიდეო)

0
3240

„რუსთავი 2“ ახალ კულინარიულ შოუს იწყებს. „ჩემი სამზარეულოს წესები“ ცნობილი კულინარიული შეჯიბრის ქართული ვერსია იქნება. უკვე გავრცელდა გადაცემის ანონსი, სადაც მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციისკენ მოუწოდებენ. როგორც ანონსშია ნათქვამი, გადაცემა გამოავლენს ქვეყნის მთავარ კულინარს, რომელსაც დიდი ფულადი პრემია გადაეცემა საკუთარი რესტორნის გასახსნელად. პრიზი მართლაც შთამბეჭდავია, ასე რომ, სავარაუდოდ, პროექტში მონაწილეობას კულინარიის მოყვარული და მცოდნე უამრავი ადამიანი გაბედავს.

მათ ნახელავს კი ცნობილი შეფმზარეული, გურამ ბაღდოშვილი და „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია შეაფასებენ.ვიდეო

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here